logo
ENG



ადვოკატი: პოლიციელი დაკავებულებს ეუბნებოდა, "მოვიდეს ვარლამი და გადაგიხადოთ ჯარიმებიო"

28 მაი 202112:33
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატის თქმით, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 27 მაისს დაკავებულ აქტივისტებს პოლიცია "არაადამიანურად" და დამამცირებლად" ეპყრობოდა. ადვოკატი ყვება, როგორ ეუბნებოდა პოლიციელი დაკავებულებს, "მოვიდეს ვარლამი და გადაგიხადოთ ჯარიმებიო".

"სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალიან არაადამიანურ, დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას, თითქოს მოვიდეს ახლა ვარლამი და გადაუხადოს ჯარიმებიო, მიეხმაროს, ვინ უშველის ახლა, ვინ გადაუხდის, ჯარიმასო? 

მაინც აშენდებაო [ნამახვანჰესი], რას იკლავთ თავსო, ხომ არ გგონიათ, თქვენი აქ დგომა და ეს პროტესტი რამე შედეგს გამოიღებსო", - ყვება ადვოკატი და ასევე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ სამივე პირს ფიზიკური დაზიანებები აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 ადამიანია დაკავებული.

როგორც ფორმულას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის მოხდა.


close დახურვა